1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რიზ რიკ რიმ რიო რიპ რის რიტ რიშ რიჩ

რიჩარდ ვურმბრანდტი

(1909 - 2001) ლუთერანი პასტორი; კომუნისტური რეჟიმის მიერ დევნილ ქრისტიანთა დამცველი გაითქვა სახელი, როგორც „პავლე მოციქულმა რკინის ფარდისა“. იგი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მქადაგებელი, რომელიც დევნილ ქრისტიანთა უფლებების დასაცავად იღვწოდა.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ვურმბრანდტი მისიონერულ სამუშაოს ფარულად ასრულებდა და ამით ბევრი ებრაელის გადარჩენას უწყობდა ხელს. აგრეთვე ის მრავალ ბომბსაფარში ქადაგებდა, და რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც.
ვურმბრანდტი მას შემდეგაც აგრძელებდა თავის მისიონერულ მოღვაწეობას, რაც რუმინეთის ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ. მან ისიც იცოდა, რომ ხელისუფალთ მისი საქმიანობა არალეგალურად მიაჩნდათ. იგი კომუნისტების მიერ დაპატიმრებულ იქნა 1948 წლის თებერვალში. ციხის კამერაში მან სხვა სახელით მარტომ გაატარა რვა წელი; ამიტომ ხელისუფალთ ჯერ ქვეყნიდან გაქცეული ეგონათ. მოგვიანებით კი ყოფილ პატიმრებად შენიღბულმა რამდენიმე აგენტმა მისი ოჯახი დაარწმუნა, რომ თითქოს იგი ციხეში დაიღუპა. ვურმბრანდტი გაათავისუფლეს 1956 წელს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ისევ დააპატიმრეს, ამჯერად ექვსი წლით.
საბოლოოდ, პასტორი ვურმბრანდტი 1964 წელს ზოგადი ამნიისტიით გაათავისუფლეს და იგი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადასახლდა.
მოგვიანებით ვურმბრანდტმა თავისი წამების შესახებ ამერიკის სენატის შინაგანი უსაფრთხოების კომიტეტს მოახსენა, რის შემდეგაც მთელ მსოფლიოში კომუნისტური წყობილების ქვეყნებში ქრისტიანთა მიმართ უხეშად მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ამერიკაში ყოფნის წლებში ვურმბრანდტმა დააარსა ორგანიზაცია „წამებულთა ხმა“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებდა და აშუქებდა მოვლენებს ქრისტიანთა დევნის შესახებ კომუნისტური თუ სხვა რეპრესიული რეჟიმების ქვეყნებში.
რიჩარდ ვურმბრანდტი გარდაიცვალა 2001 წელს. მისი მემკვიდრეობა - როგორც ქრისტიანობასთან დაკავშირებული შრომები, ისე მის მიერ დაწერილი წიგნები- შეიძლება მისივე სიტყვებით აღიწეროს: „მხოლოდ ქრისტეს მიმდევრობაა, რამაც გადამატანინა ყველა ძნელბედობა ჩემს სულიერ თანამოძმეებთან ერთად. იესო არის ერთადერთი, ვინც ჩაგვინერგა რწმენა და მოგვცა ძალა გამარჯვებისათვის“.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9