1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დესმონდ ტუტუ

აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი სამხრეთ აფრიკაში; ერთა შემრიგებელი დესმონდ ტუტუ დაიბადა 1931 წელს სამხრეთ აფრიკაში. მთავრობის აპარტეიდული (დისკრიმინაციული) პოლიტიკის შედეგად შავკანიანებს აქ მეორეხარისხოვან ადამიანებად მოიაზრებდნენ და დანარჩენი საზოგადოებისგან განცალკევებულად აღიქვამდნენ. აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში შავკანიანებს მკაცრი რეჟიმის პირობებში გეტოებში აცხოვრებდნენ, სადაც მათ ერთადერთ ფუნქციად იაფ შრომას თვლიდნენ.
1960 წელს ანგლიკანური ქრისტიანობის მიმდევარ მღვდლად ეკურთხა. რამდენიმე წელიწადში, როდესაც მან ინგლისურ ენაზე სწავლა დაამთავრა და მშობლიურ მიწაზე დაბრუნდა, სამხრეთ აფრიკა უკვე სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, და დესმონდ ტუტუმ მიიჩნია, რომ მოვიდა ცვლილებათა დრო. დროთა განმავლობაში მან სულ უფრო მნიშვნელოვანი საეკლესიო თანამდებობები დაიკავა. იგი იყო ლესოტოს ეპისკოპოსი, შემდეგ - სამხრეთ აფრიკის ეკლესიათა საბჭოს პირველი შავკანიანი გენერალური მდივანი, ბოლოს კი - კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი. თავისი თანამდებობით, მჭევრმეტყველებითა და აპარტეიდისადმი მტკიცე ოპონირებით არქიეპისკოპოსი ტუტუ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დაჩაგრულთა ინტერესებს წარმოადგენდა და მოუწოდებდა ცვლილებებისაკენ არაძალადობრივი გზით.
მიუხედავად იმისა, რომ აპარტეიდი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ჯერ კიდევ 1973 წელს შეფასდა, მისი გაუქმება მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა საერთაშორისო საზოგადოებამ არქიეპისკოპოს ტუტუს მოთხოვნების შედეგად სამხრეთ აფრიკას ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესა. ამის შემდეგ მას მეტსახელად „ბატონი სანქციებიც“ კი შეერქვა. 1984 წელს დესმონდ ტუტუს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა მისი როლისათვის შავკანიანთა უფლებების დასაცავად ორგანიზებულ არაძალადობრივ კამპანიებში.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9