1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადეკვატური პიროვნული თვითშეფასება

ადეკვატური პიროვნული თვითშეფასების მქონე ადამიანი, როგორც წესი, სწორედ აფასებს საკუთარ საქციელს კონკრეტულ სიტუაციაში. არაადეკვატური თვითშეფასებისას კი ადამიანმა შეიძლება არასწორი ახსნა მისცეს თავის მოქმედებას. თუმცა, თუ იგი გარშემომყოფთა გავლენით სწორად გაანალიზებს საკუთარ საქციელს, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს მისი საერთო პიროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. როდესაც ნაცნობ-ახლობლები გამუდმებით უქებენ ბავშვს საქციელს, ნიჭს, გამჭრიახობას და ა.შ., მას შეიძლება გადაჭარბებული, გაზვიადებული წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე. და პირიქით, თუ გარშემომყოფები განუწყვეტლივ აძაგებენ ბავშვის მოქმედებას, არასათანადოდ აფასებენ მის შესაძლებლობებს, ამან შეიძლება ბავშვში არაადეკვატური, შემცირებული თვითშეფასება გამოიწვიოს.
Source: ბესელია ნინო.სკოლიდან - სამოქალაქო საზოგადოებისაკენ : მასალები ინტერაქტ. სწავლებისათვის : [მასწავლებლის წიგნი] / ნინო ბესელია, თამარ მეიფარიანი, ლელა მიქიაშვილი, ირინე ჯალაღანია ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - 1-ლი გამოც. - თბ. : ოთარ ყარალაშვილი, 2003 - 52გვ. : ნახ. ; 27სმ. - ISBN 99928-0-634-6 : [ფ.ა.] [MFN: 26440]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9