1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნივ ნიკ ნირ ნიშ ნიც ნიჰ

ნიშანი

  1. რიცხვობრივი ან ხარისხობრივი საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალური კურსის/მოდულის შეფასებისათვის.
    Source: კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
  2. ლაიბნიცის მიერ შემოთავაზებული ნიშნის ზოგადი განმარტებაც ადვილად შეიძლება გვეპოვნა ზემოთ აღნიშნული ავტორებიდან რომელიმესთან: „ნიშანი ისეთი აღქმადი საშუალებაა, საიდანაც ვაკეთებთ დასკვნას არაღქმულის არსებობის შესახებ“. ლაიბნიცის ამ განსაზღვრებაში ძირითადია არა აღქმადსა და არააღქმადს შორის ურთიერთობის ფაქტი, არამედ ის, რომ ყოველი ნიშანი მის გარეთ არსებულ იმ ობიექტზე მიგვითითებს, რომელიც თავისი ბუნებით განსხვავდება ნიშნისაგან. ნიშნის მეორე თავისებურება, როგორც განსაზღვრება გვიჩვენებს, არის მისი გრძნობადი ხასიათი. იმისათვის, რომ ნიშანმა შეძლოს მითითება რაიმე სხვაზე, ის გრძნობადად უნდა მოგვეცეს, გამოცდილების საგანი გახდეს. ამგვარი ნიშანი შეიძლება არსებობდეს როგორც ბუნებრივად, ასევე იყოს მიზანდასახულად შექმნილი ადამიანის მიერ. ნიშნების ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს, მის ემპირიულ მოცემულობაში გრაფიკულოპტიკური სახე აქვთ. ლაიბნიცი მათ „ქარაქტერებს“ უწოდებს.ნიშნები მრავალი სახისაა. მათ შორის ლაიბნიცი ჩამოთვლის ასოებს, სიტყვებს, ქიმიურ ფორმულებს, ასტრონომიულ აღნიშვნებს და ჩინური დამწერლობის სიმბოლოებს, იეროგლიფებს, მუსიკალურ ნოტებს, არითმეტიკულ, ალგებრულ და სხვა სახის ნიშნებს, რომელთაც ჩვენი აზროვნება საგნების აღსანიშნავად იყენებს. რამდენადაც გრაფიკულოპტიკური ნიშნების დიდ სიმრავლე არსებობს, ლაიბნიცი გულმოდგინედ სწავლობდა თითოეული მათგანის შესაძლებლობებს და ცდილობდა თავისი მიზნებისათვის შეერჩია საუკეთესო. ამით არის გამოწვეული ის ვითარება, რომ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე პრობლემის ანალიზისას ლაიბნიცი სრულიად სხვადასხვაგვარ აღნიშვნებს იყენებს. ასე მაგალითად, ახალგაზრდობაში, „კომბინატორულ ხელოვნებაში“, ის იყენებდა ციფრებს, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ასოებს. უფრო გვიან პერიოდში, მან არაერთი სიახლე შეიტანა ჩაწერის სისტემაში, რაც კარგად ჩანს მისი წერილიდან ბოინებურგისადმი, რომელშიაც სილოგისტური ფიგურების გამოსახვა ნაცადია გეომეტრიული ფიგურებით. მსგავსი რამ გვხვდება 1686 და 1690 წლების პერიოდის კალკულაციებში. არსებობს პირუკუ მცდელობებიც, როდესაც გეომეტრიული ფიგურები გამოისახება ასოებისა და რელაციების საშუალებით. ასეთია, მაგალითად, მისი „ნალისის სიტუს“ (1679). ერთერთი მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც ამგვარი „ექსპერიმენტის“ უკან უნდა დავინახოთ, მდგომარეობს ლაიბნიცის განზრახვაში წარმოადგინოს მათემატიკური, უფრო ზუსტად, გეომეტრიული ობიექტები მათთვის უფრო ბუნებრივ, იდეალურ მდგომარეობასთან ახლო მდგომი სახით, ვიდრე ეს ხდება ჩვვეულებრივ ამ ობიექტების გრძნობადაღქმადი სახით გამოსახვისას. უფრო გვიანი პერიოდის ტექსტებში თანდათანობით იზრდება მათემატიკური ოპერაციების ძირითად ნიშნებად ასოების შერჩევის ტენდენცია. კიდევ ერთი მოტივაცია, რაც ლაიბნიცის მიერ ნიშანთა გამუდმებული ძიებისა და გადასინჯვის წყარო იყო, განპირობებულია ნიშანსა და აღსანიშნს შორის კავშირის თვითნებური ხასიათით. ლაიბნიცი ცდილობდა მათი კავშირი უფრო მყარ ნიადაგზე დაემყარებინა. „ყოველი ადამიანური აზრი ხორციელდება გარკვეული ნიშნების ანუ ქარაქტერების მეშვეობით. მიზეზი ამისა ის არის, რომ არა მხოლოდ თავად საგნები, არამედ მათი შეიძლება იყოს გონების მიერ ყოველთვის ცხადად აღქმული: ამიტომ შემოკლებისათვის მათ ნაცვლად ნიშნები გამოიყენება“ ლაიბნიცის მოყვანილი სიტყვები, თუკი მათ განვიხილავთ ნიშნის და აზრის მიმართების ფუნქციონალური კუთხით, რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო. ნიშნის უპირველესი ფუნქცია, როგორც ვხედავთ შეკვეცაა. აზრების და წარმოდგენების ზუსტი დაფიქსირება ადამიანის გონებას ყოველთვის როდი შეუძლია. ამიტომ, ზოგჯერ, აზრის ნაკადი შეკვეცას საჭიროებს, რაც ნიშნებით ხორციელდება. წარმოდგენების და აზრების შეკვეცა თვითმიზანი კი არ არის, არამედ აუცილებელი სამუშაოა იმისათვის, რომ ნიშანმა განახორციელოს თავისი მეორე ძირითადი ფუნქცია, აზრების ფიქსირება. თავის მხრივ, როგორც შეკვეცა, ასევე აზრის ფიქსირება შეგვიძლია ნიშნების მნემონიკურ ფუნქციას მივაკუთვნოთ, რომელიც ორივეს აერთიანებს. და ბოლოს მესამე და შესაძლოა ყველაზე არსებითი ფუნქცია რომელსაც ახორციელებს ნიშანი, შემეცნებისეულია და ის მნიშვნელობის კონსტიტუციას გულისხმობს. მნიშვნელობა ლაიბნიცისათვის არც აზროვნებით და არც წარმოსახვის ძალით არ შეიძლება ამოიწუროს, რადგან ეს მესამე ფუნქცია დამოუკიდებლად კი არ არსებობს აზრებთან და წარმოსახვებთან მიმართებაში, არამედ მოიცავს ნიშნების ორ, ზემოთ აღწერილ ფუნქციას. ნიშნების ამ სამ ფუნქციონალურ ანუ პრაგმატულ ელემენტს შორის მკაცრი სუბორდინაცია არსებობს. მათი სხვაგვარი, ე.ი. არასწორი, არათანმიმდევრული რიგი უკვე გარანტიაა ცნებათა აღრევისა და დაბნეულობისა.
    Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  3. კლასიკურ განსაზღვრებად აღიარებულია ამერიკელი ფილოსოფოსისა და ლოგიკოსის ჩარლზ პირსის დეფინიცია: „ნიშანი ახდენს საგნის რეპრეზენტაციას და ენაცვლება მას ცნობიერებაში“.ჩარლზ პირსი. აღმნიშვნელისა და აღსანიშნის კავშირის მიხედვით, პირსი ნიშანთა სამ ტიპს განასხვავებს:
    1. იკონური ნიშნები აღსანიშნთან მსგავსებას ამჟღავნებენ და მასზე გრძნობად წარმოდგენას იძლევიან;
    2. ნიშან-ინდექსები აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ასახავენ;
    3. ნიშან-სიმბოლოები ასოციაციური კავშირის შედეგად აღმოცენდებიან და კონცეპტუალურად დატვირთულ ინფორმაციას შეიცავენ. მხატვრული ნიშანი საგნის (მოვლენის, აზრის) გრძნობადი აღქმის სუბსტიტუტია და ლანგვისტური ნიშნისაგან განსხვავებით, სწორედ ამ გრძნობადი სტრუქტურის გაძლიერებასა და ობიექტივაციას ახდენს. მხატვრული ნიშნის, როგორც კოდირებული მხატვრული ინფორმაციის გადაცემის შექმნაში მონაწილეობს როგორც აღსანიშნის მატერიალურ-საგნობრივი, ვიზუალური და სმენითი, ისე აღმნიშვნელის აზრობრივ-სემანტიკური კომპონენტები. აღნიშვნა ხდება როგორც აშკარა ვიზუალური მსგავსების, ისე ფარული ასოციაციური და ფუნქციური მსგავსების გათვალისწინებით.
    Source: სემიოტიკა № 4, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9