ბრიტანეთში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ბურჟუაზიის ფენაში აღმოცენდა. ეს საზოგადოებები მიზნად ისახავდნენ ღარიბი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი მორალური სტანდარტების ამაღლებას. ასევე, მათი მიზანი იყო ამ ბავშვების განათლების დონის ამაღლება. ფილანტროპებში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა, რომ ყველას შეეძლო გამხდარიყო მდიდარი, თუ კარგად იმუშავებდა და მაღალი ზნეობრივი პრინციპებით იცხოვრებდა.
Source: ინკლუზიური განათლება: შესავალი კურსი/ბერიტ ჰ. ჰონსენისა და მირიამ დ. სკორტენის საერთო რედ.; [ინგლ. თარგმნა მარიკა ჯიქიამ; ქართ. გამოც. მთ. რედ. მადონა ხარებავა. - oslo, Unipubforlag, 2001. - ISBN: 82 – 7477 – 076 – 5