1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნოე ნოვ ნოკ ნომ ნონ ნორ ნოს ნოუ

ნორმატიული აქტი

  1. უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ზოგად წესს და შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  2. მოიაზრება როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე აქტები. ყველა კანონი ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, ამიტომაც აღარ ეხება კანონმდებლობა მის სამართლებრივ ბუნებას. განსხვავებული სიტუაციაა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამიტომაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I (ე) ქვეპუნქტი ადგენს, რომ ,,ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.“
    Source: თავისუფლება № 9(21)სექტემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9