ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს დაცარიელებას. ძე ღმერთთან დაკავშირებით აღნიშნავს მის უაღრეს თავმდაბლობას, როდესაც საღვთო დიდების მქონემ არ იუკადრისა მონის (ე.ი. ადამიანის) ხატის მიღება. ტერმინი მომდინარეობს პავლე მოციქულის სიტყვებიდან: „თავი თვისი დაიმდაბლა (έαυτν έκένωσεν) და ხატი მონისა მიიღო“ (ფილიპ. 2:7).
Source: ემაოსი 2 (9). წმიდა ირინეოს ლიონელის სახელობის ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტი. თბილისი 2007. სარედაქციო კოლეგია: ლევან აბაშიძე (პასუხისმგებელი რედაქტორი) ლეილა ბეზარაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ბაადურ გელაშვილი, ზაზა კვერცხიშვილი, ზაზა თვარაძე, არნოლდ ჰოხი.