სამხრეთ საქართველოს მხარეა, რომელიც თურქეთსა და სომხეთს ესაზღვრება. დანარჩენი საქართველოსაგან მცირე კავკასიონის ქედი ყოფს. 1989 წ. აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 231,649 კაცს შეადგენს. აერთიანებს 6 რაიონს: ახალციხეს, ადიგენს, ახალქალაქს, ასპინძას, ბორჯომსა და ნინოწმინდას. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე.
მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქართველები და სომხები შეადგენენ. საქართველოში მცხოვრებ სომეხთა უმრავლესობა – 200 000 – სწორედ მესხეთ-ჯავახეთში ცხოვრობს. 1989 წლის აღწერის მონაცემებით, ჯავახეთის მოსახლეობაში სომხები 53,7% შეადგენდენენ, ამჟამად მათი შეფარდება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 90% (სომხური წყაროების მიხედვით – 97%) მიაღწია, მესხეთში კი – 1/3-ს.
Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]