ცნებით, ჩვეულებრივ, აღინიშნება ის ინდივიდები თუ ჯგუფები, რომელთა ფასეულობები და ქცევის მოდელები ზუსტად და მკაფიოდ არ თავსდება რომელიმე კულტურულ სივრცეში, არამედ ქმნის გარდამავალ საფეხურს ამ სივრცეებს შორის.
ევროპულ ლიტერატურაში ტერმინ „მარგინალურის“ გამოყენება XXს. 60-70-იანი წლებიდან იწყება. აქ იგი რამდენადმე სხვა დატვირთვას იძენს, მისი სემანტიკა ლათინურ სიტყვას marginalis (განაპირა, კიდეზე მდებარე) უკავშირდება, რომელიც აღნიშნავდა შენიშვნებს ან ნახატებს წიგნის მინდვრებზე. თანდათან ტერმინი გასცდა სოციოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ფარგლებს და კულტუროლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.
Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]