1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნივ ნიკ ნირ ნიშ ნიც ნიჰ

ნიკოლაი აფანასიევი

ღვთისმეტყველი და ეკლესიოლოგი. იგი 1893 წელს დაიბადა ოდესაში, იურისტის ოჯახში. სწავლობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ჯერ სამედიცინო, ხოლო შემდეგ მათემატიკურ ფაკულტეტებზე. 1915 წელს შევიდა საარტილერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა არმიაში. 1920 წელს ემიგრაციაში წავიდა და სწავლა დაიწყო ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთხანს თეოსოფიით იყო გატაცებული, მაგრამ მამა სერგეი ბულგაკოვთან შეხვედრისა და ნაყოფიერი ურთიერთობის შედეგად, მტკიცე მართლმადიდებლად ჩამოყალიბდა. 1930 წლიდან კანონიკური სამართლისა და ბერძნული ენის ლექტორი იყო პარიზის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 1940 წელს XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწის მიტროპოლიტ ევლოგის ხელდასხმით ნაკურთხი იქნა მღვდლად. გარდაიცვალა 1966 წელს. ნიკოლაი აფანასიევი ადრეული ქრისტიანობისა და ეკლესიის მამათა მემკვიდრეობის უბადლო მცოდნე იყო. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ეკლესიის ბუნებას, საეკლესიო იერარქიას, ერისკაცთა როლს ეკლესიაში.
Source: სიყვარულის ძალაუფლება//ემაოსი 2005 №1(4)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9