1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამება

ქრისტიანულ თეოლოგიაში სამება არის ღმერთი, რომელიც არსი არის ერთი, მაგრამ რომლის არსებობა არის პირადი ურთიერთობა ამ ერთი არსის სამი ჰიპოსტასისა: მამისა – უსაწყისო პირველსაწყისისა, ძისა – ლოგოსისა, ესე იგი აბსოლუტური აზრისა (რომელმაც ხორცი შეისხა იესო ქრისტეში) და სულიწმიდისა – „ცხოველმყოფელი“ საწყისისა.
სამება ქრისტიანობაში არ არის აბსოლუტის საფეხურთა დაღმავალი თანმიმდევრობა; სამების სამივე პირი „თანაბარდიდებულია“. სამივე მონაწილეობს კოსმოსის შექმნასა და არსებობაში შემდგომი ფორმულის მიხედვით: ყველაფერი არის მამისაგან (რადგან არსებობა მისგან მიენიჭა), ძის მიერ (რადგან შეიქმნა მისი აზრის ფორმის მიმცემი ენერგიით) და სულიწმიდაში (რადგან მისგან იძენს სასიცოცხლო მთლიანობას).
Source: ავერინცევი სერგეი სამება//ემაოსი 2006 №1(6)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9