1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრი კრო კრუ

კრუგი გრიგორი მონაზონი

XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს ხატმწერად აღიარებული მონაზონი გრიგორი (ერისკაცობაში გიორგი ივანეს ძე კრუგი) დაიბადა 1909 წელს პეტერბურგში. მამა შვედი ლუთერანი ჰყავდა, დედა – რუსი მართლმადიდებელი. თვითონ ლუთერანულ ტრადიციებზე აღიზარდა.
1921 წელს ოჯახთან ერთად ესტონეთში გადასახლდა საცხოვრებლად. 1926 წელს მიიღო მართლმადიდებლობა. 1927 წელს შევიდა ტალინის გამოყენებითი ხელოვნების სკოლაში; შემდეგ გრაფიკასა და ფერწერას სწავლობდა ტარტუს მხატვრულ სასწავლებელში. 1931 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც დაოსტატება განაგრძო მხატვრულ აკადემიაში მილიოტისა და სომოვის ხელმძღვანელობით. მალე აშკარა გახდა, რომ გიორგი კრუგი მოწოდებით ხატმწერი იყო. ამ ხელოვნების ტექნიკას სწავლობდა იმ დროის ცნობილ ხატმწერ ფედოტოვთან.
30-იან წლებში სულიერად დაავადდა და II მსოფლიო ომის წლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. გ. კრუგის გამოჯანსაღებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მისმა სულიერმა მამამ, არქიმანდრიტმა სერგი შევიჩმა. 1948 წელს ბერად აღიკვეცა ლემენილ-სენ-დენიში, სულიწმიდის მონასტერში, სადაც მამა სერგი შევიჩი მოღვაწეობდა.
გარდაიცვალა 1969 წელს.
Source: მამა ღმერთის გამოსახვა მართლმადიდებელ ეკლესიაში. თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა//ემაოსი 2006 №1(6)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9