1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

წმიდა გრიგოლი, რომის პაპი, დიოლოღოსად წოდებული, VI სის II ნახევარში ცხოვრობდა. ის წარჩინებულ რომაელთა ჩამომავალი იყო, შინაგანად ასკეტურ ცხოვრებას ესწრაფოდა. მან უკვე ადრეული ასაკიდანვე დატოვა ქონება და ამქვეყნიური პატივი, მონაზვნად შედგა და მალე დაიმკვიდრა მკაცრი მოღვაწის სახელი. მონაზვნური ცხოვრების თითქმის ოცი წლის მანძილზე წმიდა გრიგოლი სხვადასხვა მონასტერს წინამძღვრობდა და რომის სამღვდელო დასში სხვა დიდი საეკლესიო თანამდებობებიც ეკავა. ბოლოს, 590 წელს, მრევლისა და სამღვდელო კრებულის დაჟინებული და ერთსულოვანი თხოვნით, აღყვანილ იქნა რომის საეპისკოპოსო კათედრაზე. წმიდა გრიგოლი 14 წლის მანძილზე ემსახურებოდა ამ მაღალ წოდებას. ის მუდამ დაუღალავად იღვწოდა არა მარტო თავისი, არამედ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის კეთილდღეობისათვის.ამის დასტურად გამოდგება: ბრძნული მოქმედება, რომლითაც დასავლეთში V მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დავა ჩააცხრო; დონატისტების მწვალებლობის აღმოსაფხვრელად მიღებული მკაცრი და გონივრული ზომები; დაუღალავი ზრუნვა საეკლესიო მსახურების კეთილგანწესებისათვის; ქრისტიანული რწმენის განვრცობისათვის გაწეული ღვაწლი ინგლისში, რამაც წმიდა გრიგოლს ამ ქვეყანაში მოციქულისა და განმანათლებლის სახელი დაუმკვიდრა. ქრისტიანული ეკლესიის წინაშე ამ მღვდელმთავრის დამსახურება იმდენად მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია, რომ კათოლიკე ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, ხოლო მიუკერძოებელმა ისტორიამ სახელად – „დიდი“ დაუმკვიდრა.
Source: დიალოღონი. საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ. თარგმნა თამარ ერისთავმა//ემაოსი 2007 №1(7)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9