1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ალ- ალბ ალე ალი ალკ ალო ალტ ალუ ალჯ

ალექსანდრე მენი

რუსი დეკანოზი დაიბადა მოსკოვში, ებრაელი ინტელიგენტის ოჯახში. მის სულიერ ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა დედამ, რომელიც 1935 წელს მოინათლა ქრისტიანად 7 თვის ვაჟიშვილთან ერთად. რელიგიურ შთაგონებას შერწყმული მრავალმხრივი ნიჭიერება (მხატვრული, მუსიკალური) ა. მენს ადრევე გამოაჩნდა. სწავლობდა ბიოლოგიას, მაგრამ მოსკოვის ერთ-ერთი ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან გარიცხეს 1958 წელს, როდესაც გაუგეს, რომ ეპარქიულ სამმართველოში ცეცხლფარეშად მუშაობდა. იმავე წელს ეკურთხა დიაკვნად. დაამთავრა ლენინგრადის სასულიერო სემინარია, 1968-ში – მოსკოვის სასულიერო აკადემია. მოსკოვისპირა სოფლის ეკლესიაში მოძღვრის სამსახურს ნაყოფიერად უთავსებდა განმანათლებლურ მოღვაწეობას – ქადაგებდა ქრისტეს სახარებას, ებრძოდა ათეიზმის ზღაპრებსა და სიცრუეს, იყო „კულტურული აღორძინების“ საზოგადოების პრეზიდენტი; მისი საჯარო გამოსვლები მოიცავდა ბიბლიის, ქრისტიანობის, რელიგიის ფილოსოფიის, ხელოვნების პრობლემებს. მოკლეს 1990 წელს, როდესაც შინიდან ეკლესიაში მიეშურებოდა.
Source: ეკლესიასტე. თარგმნა ნოდარ ებრალიძემ//ემაოსი 2007 №1(8)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9