1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არქიმანდრიტი კიპრიანე კერნი

ერისკაცობაში კონსტანტინე ედუარდის ძე კერნი დაიბადა 1899 წლის 11 მაისს პეტერბურგელი პროფესორის ოჯახში. სწავლა დაიწყო რუსეთში, ხოლო შემდგომ მშობლებთან ერთად გადასახლდა იუგოსლავიაში იმ ოჯახების მსგავსად, რომლებშაც რევოლუციის გამარჯვება ვერ მიიღეს. კერნის მოღვაწეობაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს: ვლადიმერ სოლოვიოვმა, ალექსანდრე ბლოკმა, ანდრეი ბელიმ და განსაკუთრებით სერგეი ბულგაკოვმა, რომლის შემოქმედებისადმი განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. არქიმანდიტრმა კიპრიანემ დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის იურიდიული და თეოლოგიის ფაკულტეტები. ევროპაში მოგზაურობიდან კვლავ მართლმადიდებელ სერბეთში დაბრუნდა და კიპრიანეს სახელით ბერად აღიკვეცა. კერნი დაინიშნა რუსული ეკლესიის მისიის ხელმძღვანელად იერუსალიმში, სადაც ათი წლის განმავლობაში მსახურობდა. 1936 წლიდან იგი საბოლოოდ დამკვიდრდა პარიზში, სადაც მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ასწავლიდა ძველ ბერძნულ ენას და კითხულობდა ლექციებს პატროლოგიაში, ლიტურგიკასა და ზოგად ღვთისმეტყველებაში. ამავე დროს არქიმანდრიტი კიპრიანე წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძრის (კლამარეში, პარიზთან ახლოს) წინამძღვარი იყო. 1960 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია იმავე ტაძრის ეზოში. კერნის სამეცნიერო ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია: „პატროლოგია“ (I-III სს.), „ევქარისტია,“ „მართლმადიდებლური მდვდელმსახურება.“ ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია „ლიტურგიკა - როგორც მეცნიერება.“
Source: არჩევანი 2006 №1. მთავარი რედაქტორი: ნოდარ ლადარია
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9