1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიდ კით კინ კიო კირ კიუ

კიუნგი ჰანს

თეოლოგი და ფილოსოფოსი, დაიბადა 1928 წლის 19 მარტს ზურზეეში (შვეიცარია). 1948-57 წლებში იგი სწავლობდა რომში, გრეგორიანას პოტიფიკალურ უნივერსიტეტში. პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში და სორბონაში. ასევე: ამსტერდამის, ბერლინის, მადრიდისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, სადაც მან ბრწყინვალე ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება მიიღო. 1954 წელს აკურთხეს მღვდლად. 1957 წელს დაიცვა დისერტაცია თეოლოგიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „გამართლება. კარლ ბარტის მოძღვრება და კათოლიკური ცნობიერება“. კიუნგის მეცნიერული ინტერესები, ძირითადად, თეოლოგიის სფეროში (ქრისტიანული სამყარო, ქრისტიანული ეკუმენიზმი, საღვთისმეტყველო და ქრისტოლოგიური საფუძვლები, მსოფლიო ეკუმენიზმი, მსოფლიოს რელიგიები, მსოფლიო ეთოსი) არის კონცენტრირებული. ტიუბინგენის უნივერსიტეტის ეკუმენური კვლევების ინსტიტუტში მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თეოლოგიური და, კონკრეტულად, ეკუმენური საკითხების გამოკვლევაში, რის გამოც 1996 წელს მას ეკუმენური თეოლოგიის პროფესორ ემირიტუსის წოდება მიანიჭეს. ვატიკანის პოლიტიკის საჯარო კრიტიკისათვის მას აკრძალული აქვს პონტიფიკალურ ფაკულტეტებზე ლექციების კითხვა და მღვდელმოქმედება.
Source: არჩევანი 2006 №1. მთავარი რედაქტორი: ნოდარ ლადარია
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9