1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ძა ძვ ძი ძმ ძუ
ძალ ძარ ძაღ

ძაღლის სასტვენის პოლიტიკა

E. Dog-whistle politics
ეს ტერმინი სათავეს 90-იანი წლების ავსტრალიიდან იღებს და, როგორც წესი, ნეგატიური გაგებით გამოიყენება. ძაღლების საწვრთნელი სასტვენის მსგავსად, რომლის ხმას ცხოველი აღიქვამს, ადამიანი კი – არა, არსებობს მესიჯები, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის. სამაგიეროდ, კარგად ესმით სხვა ჯგუფებს და შესაბამის რეაქციასაც იწვევენ – მოწონებას, ინტერესების თანხვედრის განცდას. ჩვეული რიტორიკისგან გასხვავებით, სტვენას ერთდროულად ღია მნიშვნელობაც აქვს და დაფარულიც. ამიტომ, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მძლავრი იარაღი ხდება პოლიტიკოსების, სხვადასხვა ორგანიზაციების თუ მედიის ხელში.
Source: ძაღლის სასტვენი ქართულ პოლიტიკაში. ნინო მაჭარაშვილი//ტაბულა 2012 №93. 26 მარტი - 1 აპრილი. მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9