გულისხმობს საკუთრივ ავარიულს, ანდიურსა და დიდოურს. ავარიელები, ანდიელები და დიდოელები ძირითადად მთიანი დაღესტნის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან ავარიელების ნაწილი მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლდა ბარში, ყიზლარის, ხასავიურთისა და ყიზილიურთის რაიონებში. დაღესტნის გარდა, ავარიელები ცხოვრობენ აზერბაიჯანში – ზაქათალასა და ბელაქნის რაიონებში. მათი ახლო მონათესავეები არიან: ანდიელები, ახვახელები, ბოთლიხელები, ღოდობერიელები, ტინდიელები, კარატალები, ჭამალელები, ბაგვალები (ანდიური ქვეჯგუფი), დიდოელები ანუ ცეზები, ბეჟიტელები, ხვარშიელები, ჰინუხელები, ჰუნზიბელები (დიდოური ქვეჯგუფი).
Source: სოლიდარობა 2007 №6(15). რედ.: ნინო ცინცაძე