1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გართულებები მედიცინაში

მედიცინაში წარმოადგენს არასასურველ დაავადებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაუარესების ან სამედიცინო მკურნალობის შედეგს. დაავადება შეიძლება გაუარესდეს მიმდინარეობის პროცესში და გამოიხატოს სხვა დამატებით ნიშნები, სიმპტომები ან პათოლოგიური ცვლილებები გავრცელდეს მთელს სხეულზე და დააზიანოს სხვა ორგანოთა სისტემები. სამედიცინო მკურნალობას (კონსერვატიული ან ქირურგიული) შესაძლებელია თან ახლდეს არასასურველი შედეგები ან მკურნალობამ ან რაიმე სხვა პროცედურებმა წარმოშვას ახალი პრობლემები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ახალი დაავადება შესაძლოა ასევე განვითარდეს, როგორც უკვე არსებული მდგომარეობის გართულება. აღნიშნული შეიძლება იყოს იატროგენული (ანუ ექიმის მიერ წარმოებული ჩარევით გამოწვეული).
Source: წიგნი პაციენტებისთვის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ (გზამკვლევი). / ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/მომზადდა და გამოიცა „ფონდი - ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ღია საზოგადოების ინსტიტუტის „კანონის და ჯანმრთელობის“ ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით. თბილისი 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9