ადამიანის უფლებათა საერთასორისო დეკლარაციის 25-ე მუხლის თანახმად „ყველას აქვს უფლება მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთოდღების ადექვატური სტანდარტებით ცხოვრებისა“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოზაციის წესდების პრეამბულაში ნათქვამია, რომ თითოეული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ისარგებლოს „ჯანმრთელობის უმაღლესი ხელმისაწვდომი სტანდარტებით“ მომსახურებით. ჯანმრთელობაზე უფლების განუყოფელი ნაწილია ჯანმრთელად ყოფნა და სამედიცინო დახმარების მიღება. ზოგიერთი ქვეყანა იყენებს ტერმინს „უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე“, რომელიც განმტკიცებულია სოციალური დაზღვევის სრულყოფილობის ან უბედური შემთხვევისას მატერიალურ უსაფრთხოებას, უფასო სამედიცინო განათლებას, უფასო სამკურნალო საშუალებებით და საჭირო მასალებით უზრუნევლყოფას, ასევე უფლებას ისარგებლოს ადექვატური საზოგადოებრივად ფინანსირების ან უნარ შეზღუდულობის შემთხვევაში.
Source: წიგნი პაციენტებისთვის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ (გზამკვლევი). /© ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/მომზადდა და გამოიცა „ფონდი - ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ღია საზოგადოების ინსტიტუტის „კანონის და ჯანმრთელობის“ ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით. თბილისი 2011.