1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოიდ ოიკ

ოიდიპოსის კომპლექსი

  1. ბავშვისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება მშობლებისადმი, რომელიც ყალიბდება სექსუალური განვითარების ფალიკურ ფაზაზე (3-4 წ.). ბიჭებში ესაა დედისადმი სიყვარული და ინცესტის სურვილი, ამავე დროს მამისადმი ეჭვიანობა და ზიზღი, ვითარდება მამის, როგორც მოწინააღმდეგის მოშორების სურვილი. როგორც წესი, ოიდიპოსის კომპლექსი პოზიტიურად ახასიათებთ, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს აგრეთვე ნეგატიურიც - სიყვარული მამისადმი და სიძულვილი დედისადმი. ხანდახან, ორივე ფორმა შერწყმულია და მშობლებისადმი აღმოცენდება ამბივალენტური დამოკიდებულება. გოგონებთან ანალოგიური კომპლექსი - მამის სიყვარული და სიძულვილი დედისადმი, ისევე, როგორც შებრუნებული ვარიანტი იწოდება ელექტრას კომპლექსად.
    Source: ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
  2. ფსიქოანალიტიკური წარმოდგენა 3-4 წლის ასაკის ბავშვის მშობლებისადმი ემოციური დამოკიდებულებების თავისებურებების შესახებ. ფროიდის თანახმად, ეს არის ბავშვური განცდების კომპლექსი, რომელიც შედგება ბიჭის ლტოლვისაგან დედის მიმართ, რასაც თან ახლავს ეჭვიანობა და არაკეთილმოსურნეობა მამის მიმართ.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9