1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანთ ანი ანკ ანო ანრ ანტ ანუ

ანბანთქება

როგორც აკროსტიქის გრაფიკული ნაირსახეობა გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიაში. ანბანთქების პრინციპზეა აგებული გრიგოლ ღვთისმეტყველის, რომანოზ მელოდოსისა და სხვა ბიზანტიელი ჰიმნოგრაფების ქმნილებები. ანბანთქებათა ჟანრი პოპულარობით სარგებლობდა XVII-XVIII საუკუნეების ქართულ მწერლობაშიც – და ამ ახალ სისტემაში ის, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ახლებური ფუნქციებით აღიჭურვა. ანბანთქებათა ნიმუშები შექმნეს ამ პერიოდის გამოჩენილმა ქართველმა პოეტებმა – თეიმურაზ პირველმა, არჩილმა, ვახტანგ მეექვსემ, თეიმურაზ მეორემ, დავით გურამიშვილმა, ბესიკმა და სხვებმა.
Source: სემიოტიკა № 12 – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2012.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9