1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

SA SB SC SD SE SH SI SM SO SP SR SS ST SU SW
SMA SMT SMi

Smiley

მისი წარმოშობის ისტორიას ვლადიმერ ნაბოკოვის ენამოსწრებულ თქმასთან აკავშირებენ: „New York Times“-ის ჟურნალისტ ალდენ ვიტმანის კითხვაზე, თუ სად დააყენებდა თავს თანამედროვე და გარდაცვლილი მწერლების შედარებისას, მან უპასუხა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ იარსებებდა სპეციალური ტიპოგრაფიული, ღიმილის მსგავსი ნიშანი, რომელიც ამ კითხვის პასუხად ჩაისმებოდა ტექსტში. „ღიმილაკი“ მრავალფეროვანი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ის შეგვიძლია გავაერთიანოთ ნიშანთა კატეგორიაში, რადგან „ხატულა“ არის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ქმნის ნორმებს და საზოგადოებრივ წარმოდგენებს, და ერთგვარად განსაზღვრავს ვირტუალურ რიტუალთა შინაარსს. „ღიმილაკების“ ერთობლიობა ნიშანთა მოწესრიგებული სისტემაა, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებს შინაგან, მდგრად კონსტრუქციას და, მიუხედავად ამისა, მაინც მძაფრად რეაგირებს კონტექსტზე. თვალსაჩინოებისათვის ზემოთ მოყვანილი მაგალითიც გამოდგება. ვირტუალურ სივრცესა და სოციალურ ქსელებში „ღიმილაკი“, შესაძლებელია, ხანდახან უფრო მეტად ინფორმატიული და ყოვლისმომცველი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი წერილობითი მიმართვა, ვინაიდან იგი ემოციას, განცდასა და მდგომარეობას აღნიშნავს. ამ გრძნობების ასახვა სიტყვების მეშვეობით ვირტუალურ სივრცეში ძალიან დიდ დროსთანაა დაკავშირებული და, ფაქტობრივად, ასეთი სპონტანური ტექსტებისათვის მიუღებელი მეთოდიც კია. ამ ყველაფერს საუკეთესოდ ითავსებენ „ემოციური ხატები“; ისინი ერთგვარ მედიატორებად გვევლინებიან რეალურსა და ვირტუალურ სივრცეს შორის ადამიანთა კომუნიკაციისას.
Source: სემიოტიკა № 12 – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2012.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9