1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბდს

ბდსმ

abbr. BDSM
E. BDSM
აბრევიატურა, რომელიც იშიფრება როგორც „დომინირება და მორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი“. იგი ასევე ხანდახან ცნობილია, როგორც S&M - სადომაზოხიზმი. ტერმინები სადიზმი (სხვისთვის ტკივილის მინიჭებისგან სიამოვნების მიღება) და მაზოხიზმი (სიამოვნების მიღება მორჩილებისა და ტკივილისაგან) პირველად რიხარდ ფონ კრაფტებინგმა გამოიყენა (Richard von Krafft-Ebing) თავის ნაშრომში – Psychopathia sexualis (1886). კრაფტ-ებინგმა ტერმინი სადიზმი ფრანგი მწერლის – მარკიზ დე სადის (1740-1814) გვარიდან აიღო, რომლის ნაწარმოებები ძირითადად პორნოგრაფიული ხასიათის იყო. ხოლო სიტყვა მაზოხიზმს იგივე ავტორი დაესესხა წიგნის – ვენერა ბეწვეულით – ავტორის, ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის (1836–95) გვარს. BDSM სუბკულტურის აღმნიშვნელი ტერმინია. მას იყენებენ ადამიანები (სხვადასხვა სექსუალური იდენტობების მქონე, მათ შორის ჰეტეროსექსუალები), რომლებიც მისდევენ წინასწარ თანხმობაზე დაფუძნებულ სექსუალურ პრაქტიკას. იგი მოიცავს ტყავის, ლატექსის და უნიფორმის ჩაცმას, სხვადასხვა სექს-სათამაშოს გამოყენებას, სექსუალური სცენარების შექმნას, რომელიც ძირითადად სადისტურ/დომინანტურ ან მაზოხისტურ/დამორჩილებულ პარტნიორებად დაყოფას ეფუძნება. BDSM ფსიქიკური აშლილობების სიაში პათოლოგიად არის შესული და ზოგი მისი ასპექტი ბევრ ქვეყანაში არალეგალურად ითვლება.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9