მსოფლიოს ბინარული ხედვა (ძირითადად კულტურულად და არა გეოგრაფიულად), სადაც ქვეყნები ან აღმოსავლეთში (მაგ. რუსეთი და აზია) ან დასავლეთში (მაგ. აშშ, ევროპა, ავსტრალია, ახალი ზელანდია) არიან გადანაწილებულნი. ეს ტერმინი აღწერს კონკრეტულ ღირებულებებს, რომლებიც მიიჩნევა, რომ საერთოა დასავლეთში მყოფი ერებისათვის. ეს შეფარდებითი ტერმინია, სადაც დასავლეთი ან დასავლური სამყარო აღმოსავლეთის პოლარულ ოპოზიტად არის წარმოდგენილი. მართალია, მკვლევარები ცდილობენ ამ ბინარულობის გამოწვევის წინაშე დაყენებას და დეკონსტრუირებას, თუმცა ეს ტერმინი მაინც შენარჩუნებულია ისეთი მსოფლმხედველობის აღსაწერად, რომელიც ასოცირებულია ინდივიდუალიზმთან, მომხმარებლობასთან და დომინაციის ფორმებთან, მაგალითად კოლონიალიზმთან.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.