ტექნიკურად პირდაპირი (თუმცა ხშირად ემოციურად რთული და გრძელვადიანი) ჩასახვის მეთოდი, რომელიც გულისხმობს სპერმის შეტანას ვაგინაში უნემსო შპრიცით. დონორისმიერი განაყოფიერების პროცედურა ტარდება ექიმის ან ექთნის მიერ რეპროდუქციულ კლინიკებში. ზოგი ქალი თავად იტარებს ამ პროცედურას. დონორისმიერი განაყოფიერება არ უნდა აგვერიოს ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდთან. ინ ვიტრო წარმოადგენს საკმაოდ ძვირადღირებულ ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც წყვილებს ან ქალებს აქვთ სერიოზული დაორსულების პრობლემები.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.