1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტერნალიზებული ჰომოფობია

  1. E. internalised homophobia
    ნეგატიური გრძნობები საკუთარი თავის მიმართ, რომელიც გაშინაგნებული, ინტერნალიზებული ხდება ჰომოსექსუალობის მიმართ სხვებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების შედეგად.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
  2. Etym. ლათ. interims - შინაგანი
    (ინტერნალური, გაშინაგანებული ჰომოფობია) - ჰომოფობიის ერთ-ერთი სახეობა, სიტუაცია, როდესაც ჰომოსექსუალები ან ბისექსუალები შიშს ან ზიზღს განიცდიან ჰომოსექსუალობის (ჰომოსექსუალთა) მიმართ. ინტერნალიზებული ჰომოფობია აგრეთვე აღნიშნავს ინდივიდის შიშს, არ გახდეს ჰომოსექსუალი. ინტერნალიზებული ჰომოფობია საკუთარი შესაძლო ჰომოსექსუალური ქცევის წინაშე შიშია. ზოგიერთი ინდივიდი ამ შემთხვევაში ცდილობს თავისი ჰომოსექსუალური მისწრაფებებისა და სურვილების ჩაახშოს; სხვები ამას არ აკეთებენ, მაგრამ სხვადასხვაგვარი ნეგატიური ემოციების ქვეშ იმყოფებიან - დანაშაულის კომპლექსით, მოუსვენრობით, სინდისის ქენჯნით იტანჯებიან. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ინტერნალიზებული ჰომოფობების ლატენტური ჰომოსექსუალებისათვის მიკუთვნება მართებული არ არის, რადგან ადამიანი არის ის, ვინც უნდა რომ იყოს, ხოლო ამ შემთხვევაში ინდივიდს ჰომოსექსუალად ყოფნა არ სურს.

    ინტერნალიზებულ ჰომოფობიას ინდივიდის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის სხვადასხვაგვარი ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ დროს ადამიანს აღენიშნება თვითშეფასების დაქვეითება, ნევროტულობა, სხვადასხვა ფსიქოლოგიური კომპლექსის განვითარება, დეპრესია, სუიციდური ზრახვები და ქცევები. თავიანთი ორიენტაციის გარშემომყოფთათვის დამალვა ინტერნალიზებული ჰომოფობიის მატარებელ ინდივიდებს შესაძლოა თავისებურ პარანოიდულ ქცევაში გადაეზარდოთ, რომელსაც თან ახლავს ავადმყოფური ეჭვიანობა და უსაფუძვლო გაღიზიანებადობა. ასეთ ადამიანს მუდმივად ეჩვენება, რომ მას „ჩაავლებენ“, ყველაფერს გაუგებენ, რომ ზურგს უკან ყველა დასცინის, განიკითხავს, კიცხავს, რომ მალე სამსახურიდან გააგდებენ, რომ მისი დანახვა არავის სურს იმის გამო, რომ მისი ორიენტაციის შესახებ ან ხვდებიან, ან იციან. ეს ყველაფერი ხდება იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა რეალური საფუძველი მის ეჭვებს. ინტერნალიზებული ჰომოფობის საზოგადოებაში თვითდამკვიდრების ყველაზე აპრობირებული ხერხი სხვა (ღია) ჰომოსექსუალების გაუთავებელი ლანძღვა და დაცინვაა მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9