კრიტიკული თეორია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჰუმანიტარულ თუ სოციალურ მეცნიერებებზე. იგი განვითარდა გენდერის ესენციალისტური მოდელების ფემინისტური კრიტიკის საფუძველზე და მასზე დიდი ზეგავლენა იქონია ფრანგი პოსტსტრუქტურალისტი მოაზროვნის, მიშელ ფუკოს (1978) ნაშრომებმა. ქვიარ თეორიის ძირითადი ფოკუსი სქესის/გენდერისა და სექსუალობის ჰეტერონორმატიული ბინარულობის კრიტიკაა, სადაც ჰეტეროსექსუალები და არატრანსგენდერები პრივილეგირებულნი არიან სხვა სექსუალობებსა და გენდერებთან შედარებით. კრიტიკა ხაზს უსვამს ჰეტეროსექსუალობის დამოკიდებულებას არაჰეტეროსექსუალობის უარყოფაზე და შესაბამისად, გამოწვევის წინაშე აყენებს ბინარული ჰეტეროსექსუალური/ჰომოსექსუალური სექსუალობის მოდელს.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.