1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქრი ქრო

ქროს-დრესინგი

Etym. ინგლ. cross - ჯვარედინი, გადაჯვარედინებული. Dress - ტანსაცმელი, ჩაცმულობა
დროგამოშვებით ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ტრადიციულად სხვა სქესის ადამიანებთან ასოცირდება. ქროს-დრესერები, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ ბიოლოგიურ სქესთან კომფორტულად არიან და მისი შეცვლა სულაც არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო სქესისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს იცვამენ ხანგამოშვებით. ტერმინი „ქროს-დრესერი“ არ უნდა იყოს გამოყენებული იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტრანზიციის პროცესშია, ტრანზიცია განიცადა ან/და ყოველდღიურად ცხოვრობს, როგორც სასურველი სქესი, ან ამას მომავალში აპირებს. ქროს-დრესინგი გენდერული თვითგამოხატვის ფორმაა და არ არის აუცილებელი იყოს კავშირში ეროტიკულ აქტივობასთან. ქროს-დრესინგი არ არის სექსუალური ორიენტაციის მიმანიშნებელი. მაგ. ქროს-დრესერი კაცი არ ნიშნავს, რომ ის გეი იდენტობის მატარებელია ან ჰომოსექსუალური ქცევით არის დაკავებული.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9