ამ ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციაა იმ პირთა უფლებების დაცვა, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან სახელმწიფო ადმინისტრაციის არაკანონიერი მოქმედებების მსხვერპლნი. შესაბამისად, ომბუდსმენი ხშირად გამოდის როგორც მიუკერძოებელი მედიატორი ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება, თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას ყველა ემორჩილება მსგავს პროცედურებს. ომბუდსმენი იღებს სარჩელებს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და განიხილავს მათ, თუ ისინი მის კომპეტენციაში ხვდებიან. გამოძიებისას ომბუდსმენს, როგორც წესი, შეუძლია გაეცნოს ყველა სათანადო დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა საჯარო ორგანოებში არსებობს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. რეკომენდაცია გადაეცემა შესაბამის პირს, ასევე იმ ორგანოს, რომლის წინააღმდეგაც არსებობს სარჩელი. თუკი რეკომენდაციის შესრულებას თავი აარიდეს, ომბუდსმენს შეუძლია მოხსენება წარუდგინოს პარლამენტს. აღნიშნული მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნეს ასევე ყოველწლიური მოხსენების ნაწილად, რომელიც დამატებით შეიცავს პრობლემებსა და მათი გადაწყვეტისათვის გასატარებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების რეკომენდაციებს.
Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ. : [საია], 1999 - წ. 2 - , 2005