1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სექცია 28 (1988 წლის ადგილობრივი მთავრობის დადგენილება)

E. Section 28 (of the Local Government Act 1988)
ეს ინიციატივა 1988 წელს წამოაყენა ტეტჩერის კონსერვატიულმა მთავრობამ, იმ შიშის საფუძველზე, რომ ბავშვებს გეი მშობლობის შესახებ არსებულ წიგნზე მიუწვდებოდათ ხელი (საუბარია წიგნზე „ჯენი ცხოვრობს ერიკთან და მარტინთან ერთად“). იგი ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრძალავდა „ჰომოსექსუალობის მიზანმიმართულ პროპაგანდას ან სხვადასხვა მასალების ჰომოსექსუალობის პროპაგანდის მიზნით გამოქვეყნებას“, ასევე უკრძალავდა სკოლებს „ჰომოსექსუალობის, როგორც ოჯახური ურთიერთობის ანალოგის, მიმართ მიმღებლობის სწავლებას“. სექცია 28 2000 წელს გაუქმდა შოტლანდიაში და სამი წლის შემდეგ დანარჩენ გაერთიანებულ სამეფოშიც. ეს მოვლენები 1980-იან წლების დიდ ბრიტანეთში გეი და ლესბი მოძრაობის პოლიტიკურ აქტივიზმში გაერთიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევა (ისეთი ორგანიზაციების აღმასვლის ხელშემწყობად, როგორებიც იყო Stonewall და OutRage!).
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9