მრავალ ქვეყანაში (დასავლურ და არადასავლურ) პოპულარული ცნება, რომ მტკიცე, შინაგანი ფსიქოლოგიური ან ბიოლოგიური სტრუქტურა ორგანიზებას უწევს და მიმართულებას აძლევს ჩვენს სექსუალურ ქცევას. მართალია, ცნობილია, რომ ადამიანები შეიძლება თავიანთ სექსუალურ ორიენტაციასთან შეუსაბამოდ იქცეოდნენ, მიიჩნევა, რომ სექსუალობის „ჭეშმარიტი“ გამოხატულებები ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან (თვითიდენტიფიცირებულთან ან გარედან დარქმეულთან) შესატყვისია.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
მეცნიერულად ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანის ფიზიკურ, რომანტიკულ ან/და ემოციურ მიზიდულობას საკუთარი, საპირისპირო ან ორივე სქესისადმი. სექსუალური ორიენტაციები შემდეგ კატეგორიებად იყოფა: ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და ასექსუალური. მოერიდეთ ტერმინს „სექსუალური არჩევანი“, რომლის გამოყენებაც გულისხმობს, რომ ჰომოსექსუალობა ნებაყოფლობითია და შესაბამისად, „განკურნებადი“.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34