1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ომბ ომი

ომი

  1. ა) სამართლიანი, არამტაცებლური, განმათავისუფლებელი, თავდაცვითი, რომელიც მიზნად ისახავს ან ხალხის დაცვას გარეშე თავდასხმისაგან და დამონების ცდისაგან, ან კოლონიებისა და დამოკიდებული ქვეყნების, დაპყრობილი ერების (ხალხების) ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას კოლონიური ჩაგვრისაგან. ასევე, ამგვარი ომი გულისხმობს საერთაშორისო შეიარაღებული ძალების გამოყენებას აგრესორებისა და ასევე, სხვა საერთაშორისო სამართალდამრღვევების წინააღმდეგ’‘; ბ) ომი - უსამართლო, აგრესიული, მტაცებლური, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების დაპყრობასა და დამონებას და რაც მიმართულია სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, მათი ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
    Source: ჩუბინიძე ედიშერ. ომის სერთაშორისო-დანაშაულებრივი ხასიათი // ალმანახი №15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.,

  2. სამხედრო მოქმედებები სახელმწიფოებს შორის, აგრეთვე სახელმწიფოებსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს შორის, რასაც თან სდევს მათ შორის არსებული ყველა სამშვიდობო ურთიერთობის სრული გაწყვეტა. სახელმწიფოებს შორის ომის შემთხვევაში წყდება დიპლომატიური, საკონსულო, სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა ურთიერთობები, ირღვევა შესაბამისი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  3. კარლ ფონ კლაუზევიცის თანახმად, მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური მოღვაწეობისა. იგი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს... თუკი ომი პოლიტიკის ნაწილია, მაშინ ეს უკანასკნელი განაპირობებს მის ხასიათს... და რამდენადაც სწორედ პოლიტიკა წარმოშობს ომს, წარმოადგენს მისი მიმართულების მიმცემ გონებას, მაშასადამე ომი არის მხოლოდ პოლიტიკის ინსტრუმენტი, და არავითარ შემთხვევაში პირიქით.“
    Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9