ეს ტერმინი გამოხატავს იმის აღიარებას, რომ მეინსტრიმ აზროვნებაში შეუძლებელია სქესის და გენდერის ცნებების თეორიულად განცალკევება, რამდენადაც ისინი ერთმანეთშია გადახლართული. მაგალითად, სქესი ხშირად აღიქმება, როგორც პირველადი, ხოლო გენდერი კი – ამ ბიოლოგიური „ნამცხვრის“ „კულტურული მოსართავი კრემი“. თუმცა, სიღრმისეული ანალიზი გვიჩვენებს, რომ სქესმინიჭებული სხეული ასევე ძლიერად არის დაღდასმული გენდერის მიხედვით: მაგალითად, ვაგინა კონსტრუირებულია, როგორც პასიური არხი, საიდანაც ბავშვები გამოდიან და პენეტრირდება აქტიური პენისის მიერ.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.