1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პეგ პედ პეკ პელ პენ პერ პეს პეტ პეჯ

პერვერსია

L. perversiō - ამობრუნება
უკიდურესად არაბუნებრივი ქცევა, სრული დამახინჯება, ნორმიდან გადახრა, გაუკუღმართება, გარყვნილება. სოციალურ კონტექსტში პერვერსიად საზოგადოებაში მიღებული ნორმებიდან გადახვევა იგულისხმება (მაგ. ინცესტი). სექსოლოგიაში კი ეს ტერმინი სექსუალობის გარკვეულ მარგინალურ ფორმებს, პარაფილიებს აღნიშნავს, როგორებიცაა, მაგალითად, ზოოფილია, ანუ სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ, ან ნეკროფილია – გვამების სიყვარული და ა. შ. პერვერსიათა ყველაზე გავრცელებულ ფორმებად კი სადიზმი, ანუ პარტნიორისათვის სექსუალური აქტის დროს ტკივილის მიყენება და მისი საპირისპირო ფორმა – მაზოხიზმი, ანუ სასიყვარულო გრძნობის ტკივილთან და ტანჯვასთან გაიგივება მიიჩნევა.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9