1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კეთ კეი კელ კემ კენ კერ

კემპი

Etym. ინგლ. camp-ბანაკი, დროებითი სადგომი
თანამედროვე ესთეტიკაში სპეციფიკურად განვითარებული ესთეტიკური გემოვნების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც საფუძვლად უდევს ყველაფერ არაბუნებრივზე, გროტესკამდე გაზვიადებულზე, ხანდახან ვულგარულსა და უხეშზე დამყარებული ესთეტიკური გრძნობა, ხშირად ობივატელისთვის შოკის მომგვრელი, მანერული, კიჩური, უხამსი, მოუხეშავი, ამორალური, პორნოგრაფიული, თუმცა ხშირ შემთხვევაში დახვეწილი ესთეტიზმის მქონეც. კემპის სტანდარტებია გადაჭარბებული თეატრალობა, ხელოვნურობა, ფრივოლურობა, მანერულობა, სტილიზაცია. კემპი თავისი თაყვანისმცემლების მიერ კულტის დონეზეა აყვანილი და გარკვეულწილად ჰერმეტულ სემანტიკას ატარებს, რომელიც ამაში გაურკვეველი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება ტერმინ „კემპის“ წარმომავლობას, ამერიკელმა კულტუროლოგმა და ესეისტმა სიუზან ზონტაგმა 1964 წელს გამოაქვეყნა ესსე „შენიშვნები კემპის შესახებ“ (Notes on Camp), რომლის გამოსვლის შემდეგ, დასახელებულმა ტერმინმა თანამედროვე ესთეტიკის ლექსიკონში ადგილი მყარად დაიმკვიდრა.

ზონტაგმა კემპი ჰომოსექსუალურ სუბკულტურას და ესთეტიკას დაუკავშირა. ხშირ შემთხვევაში, ამ გემოვნების მატარებელნი ჰომოსექსუალები არიან, თუმცა არა მხოლოდ ისინი. ამ ესსეს მეშვეობით, ავტორმა გეი სუბკულტურა იატაკქვეშეთიდან გამოიყვანა და კულტურულ სივრცეშიგეების ადგილი და მნიშვნელობა პირველად განსაზღვრა. ესსეს გამოქვეყნებისთანავე, კემპი იმთავითვე აღიარებული კულტურული ფენომენი ხდება და შეიძლება ითქვას, ჩნდება კემპური ესთეტიკისკულტი. ამასთანავე, შეწყდა მსჯელობა ჰომოსექსუალთა თითქოს ცალკე გამოყოფილ, რაღაც განსაკუთრებულ ესთეტიზმზე. ჰომოსექსუალთა წვლილი აღიარეს კულტურულ და ინტელექტუალურ სფეროში. ეს 60-იანი წლებისთვის სერიოზული გარღვევა იყო.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9