1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლგბ

ლგბტ

აკრონიმი, რომელიც ინგლისურ ენაში ლესბოსელი (Lesbian), გეი (Gay), ბისექსუალი (Bisexual) და ტრანსგენდერის (Transgender) აბრევიატურას აღნიშნავს. ტერმინი მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან შემოვიდა გამოყენებაში და აბრევიატურა „ლგბ“-ს ადაპტაციას წარმოადგენს, რომელმაც თავის მხრივ 80-იანი წლების შუა ხანებში აქტიურად გამოყენებული სიტყვათშეხამება „გეი თემი“ ჩაანაცვლა.
1996 წლიდან გვხვდება ლგბტ აბრევიატურის უფრო სრული ვერსიები (მაგ. ლგბტქია), რომლებიც ძირითადი აბრევიატურა ლგბტ-ს შევსება-დაზუსტებას ისახავს მიზნად (ქ ნიშნავს ქვიარს (Queer), ი - ინტერსექსუალს (Intersexual), ა - ასექსუალს (Asexual)). აბრევიატურა ლგბტ შესაძლოა კიდევ მრავალი ვარიაციით შეგვხვდეს, თუმცა ყველაზე გავრცელებულ და ყველასთვის მიღებულ ფორმად მაინც ლგბტ რჩება, რომელიც განსხვავებული, არამეინსტრიმული სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანების კრებით სახელად იქცა.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9