1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლე ლეგ ლევ ლეზ ლეი ლეკ ლემ ლენ ლერ ლეს ლეტ ლექ

ლესბოსელობა

მომდინარეობს ეგეოსის ზღვაში ბერძნული კუნძულის სახელწოდებიდან; სინონიმები – ლესბოსური სიყვარული, საფიზმი, ტრიბადია) – ქალური ჰომოსექსუალობა. ქალთა ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობისადმი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დამოკიდებულება იყო. თუ ავსტრიაში ქალთა ერთსქესიანი სიყვარული მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა, საფრანგეთში 1881 წელს ქალებმა ოფიციალურად მიიღეს ტრიბადიისათვის განკუთვნილი სპეციალური სახლების მონახულების უფლება. ქალთა ჰომოსექსუალობის სიხშირე მერყეობს 1-დან 3%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს პროცენტი ძალზედ შემცირებულია, რადგან კაცისგან განსხვავებით, ქალისთვის შედარებით ადვილია დამალოს თავისი სექსუალური მიდრეკილებები. ის შეიძლება გათხოვდეს და ბავშვიც გააჩინოს, რათა საზოგადოების თვალში საკუთარი თავის რეაბილიტაცია უზრუნველყოს, რაც კაც ჰომოსექსუალს უფრო გაუჭირდება.
ხშირად ამ მიდრეკილებას ვხვდებით ისეთ ქალებთანაც, რომლებიც ქმრებთან ცხოვრობენ. ასეთი ორმაგი ცხოვრებით მცხოვრებ ქალს შეუძლია სიამოვნება მიიღოს ორივე პარტნიორისგან (ის ბისექსუალია) ან კაცი მისთვის უსიამოვნოა და ორგაზმს მხოლოდ ლესბოსური სიყვარულით განიცდის.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9