1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მაჩო

Sp. macho - ბუღა
გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება როგორც „ძლიერი, მაგარი“; არსებობს გამოთქმა vino macho, რაც მაგარ, ძლიერ ღვინოს ნიშნავს. ჩვენთვის კი უფრო მეტად ნაცნობია ამ სიტყვის სხვაგვარი გაგება - „ნამდვილი კაცის“, კაცურობის კვინტესენცია. კლასიკური მაჩოს სტერეოტიპი ლათინოამერიკული რეალიებისა და ლეგენდების ნაზავს წარმოადგენს. პირველ რიგში, მაჩო აღიქმება როგორც ქალთა გულთამპყრობელი. მისი დამოკიდებულება ქალთან პირველყოფილი მონადირისა და მსხვერპლის ურთიერთობას წააგავს. მიიჩნევა, რომ ქალებზე „ნადირობისაგან“ მაჩოს ყურადღება შეიძლება მხოლოდ ფეხბურთზე გადავიდეს, ვინაიდან ეს უბრალო თამაში კი არა, არამედ „ნამდვილად კაცური“ საქმეა – „ბრძოლაში“ დაუმტკიცო თანასწორს შენი უპირატესობა.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9