1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ორგ ორდ ორთ ორი ორმ ორპ ორს ორტ ორჰ

ორიგე

ორიგენიზმის დამაარსებელი. იგი დაიბადა 185 წლის ახლო ხანს ქ. ალექსანდრიაში ბერძნისა თუ ელინიზებული ეგვიპტელის ოჯახში. მიიღო შესანიშნავი განათლება მამის - ლეონიდეს - წყალობით. მის მასწავლებლებად ასახელებენ სახელგანთქმულ კლიმენტი ალექსანდრიელს და ფილოსოფოს ამონიოს საკას - ქრისტიანყოფილ წარმართს. დევნილების ჟამს მამამისი გაასამართლეს და ქონება ჩამოართვეს. სახლი გაპარტახდა. დედა და ექვსი უმცროსი ძმა ორიგენეს კმაყოფაზე აღმოჩნდა. იგი ასწავლიდა გრამატიკას და რიტორიკას ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლაში, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა იგი 17 თუ 18 წლის ასაკში. გავრცელდა ხმა - ჭაბუკმა მოძღვარმა, ლამაზმან მოწაფე გოგონებთან ცდუნების შიშით, თავი დაიკოდა, თუმცა ამ ცნობას ეკლესიის ძველი ისტორიკოსები საეჭვოდ მიიჩნევენ. სიმართლე არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ორიგენემ ადრევე მოიხვეჭა ჩინებული მასწავლებლისა და ღვთისმეტყველის სახელი. მისი შრომები ხელიდან ხელში გადადიოდა.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9