1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოტივაციური ინტერვიუ

პროცესი, როდესაც ორი ან რამდენიმე კაცი ერთობლივად განიხილავს სტიმულებს, რომლებიც ადამიანს კონკრეტულ სიტუაციაში რაიმე გადაწყვეტილების მიღებისკენ ან უმოქმედობისკენ უბიძგებს. მოტივაციური ინტერვიუ არ უნდა აგვერიოს იმ ხერხთა და მეთოდთა კომბინაციაში, რომლებიც ადამიანებით მანიპულირებისას გამოიყენება. პირიქით, ეს არის პიროვნებათაშორისი სტილი, ადამიანის დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ და არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება ფორმალური კონსულტაციებით. ეს არის ადამიანური ურთიერთობების და ხერხების ბალანსი. იგი ადამიანს ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე აყენებს. ეს ყველაფერი იმართება განსაკუთრებული ფილოსოფიისა და მექანიზმების ცოდნით. თუ დასახელებულ მეთოდს წარმოვიდგენთ როგორც ფანდებისა და მანიპულირების ტექნიკას, მაშინ მეთოდის არსი სრულიად იკარგება.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9