1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამოქალაქო კავშირი, სამოქალაქო პარტნიორობა

სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავს კანონის და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სოციალურ ინსტიტუტს, რომელშიც დაკანონებულია ერთი სქესის წარმომადგენელი ორი ადამიანის ურთიერთობა, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებიან. ზოგიერთ ქვეყნებში სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმების უფლება სხვადასხვა სქესის ადამიანებსაც შეუძლიათ. ერთსქესიანი კავშირების იურიდიული ფორმის აღმნიშვნელი ტერმინოლოგია მნიშვნელოვანწილად პირობითია და შესაძლოა გულისხმობდეს როგორც მინიმალური, ასევე სრული უფლებების მინიჭებას, როდესაც ერთსქესიანი ქორწინებისგან ერთადერთი განსხვავება მხოლოდ დასახელებაში მდგომარეობს. მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატის მასშტაბით სახელმწიფოს მიერ ლესბოსელი და გეი წყვილების ურთიერთობის ოფიციალური აღიარებაა, რომელიც სთავაზობს მათ შტატში გათვალისწინებულ ზოგიერთ ან ყველა (თუმცა არა ფედერალურ) უფლებას, დაცვას/მფარველობასა და მოვალეობას, რასაც ქორწინება ითვალისწინებს.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9