1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სექსუალური ქცევა

ინდივიდის ქცევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ რომელიმე სქესისადმი მისი მიკუთვნებულობა. ძირითადად ეს არის ნიშანდობლივი ქცევები, დამყარებული განსხვავებებზე გარეგნობაში, ტანსაცმელში, ქცევის მანერაში, ჟესტების სისტემაში, მეტყველების მანერაში. სექსუალური ქცევა არ წარმოადგენს ერთხელ და სამუდამოდ დასწავლილ ქცევის მოდელს. ის არის მუდმივად ცვალებად როლებთა ნაკრები. საზოგადოების მხრიდან სექსუალური ქცევისადმი წაყენებულ მოთხოვნებს აქვს სქესობრივი და ასაკობრივი დიფერენციაცია. ბევრი რამ, რაც დასაშვებია კაცებისთვის, აკრძალულია ქალებისთვის და პირიქით. ასეთ ორმაგ ნორმებს „ორმაგი სტანდარტი“ ეწოდება. „ორმაგი სტანდარტის“ მოთხოვნები იგრძნობა ადრეული ასაკიდან როგორც საერო, ისე რელიგიურ ცხოვრებაში. სექსუალურ ქცევაზე გავლენას ახდენს ასაკობრივი ნორმებიც. ის, რაც მისაღებია ბიჭისთვის, სრულიად მიუღებელია ზრდასრული კაცისთვის და ა.შ. სხვადასხვა სქესობრივ როლს სექსუალური ქცევის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. მაგალითად, მშობლის როლი მოითხოვს სრულიად განსხვავებულ თვისებებს, ვიდრე სექსუალური ან პროფესიული როლები. სქესობრივი ქცევა ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ოჯახურ და სექსუალურ როლებში, გაცილებით ნაკლებად ეხება პროფესიულ როლს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ პროფესიული არჩევანი დიდწილად განპირობებული იყო ადამიანის სქესით. სქესობრივი ქცევის მიმართ სხვადასხვა სქესობრივი როლების მოთხოვნების შეუფასებლობას მივყავართ გაუმართლებელი სიტუაციების წარმოშობისაკენ, როდესაც, მაგალითად, ჩაცმის მანერის მიხედვით მსჯელობენ სექსუალურ ორიენტაციაზე, ან პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე აკეთებენ დასკვნებს ოჯახური ცხოვრების შესახებ.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9