1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სიყვარული

ინტიმური და ღრმა გრძნობა მიმართული სხვა პიროვნების, ადამიანური ერთობის ან იდეის მიმართ. როგორც წესი, ყველაზე მეტ ყურადღებას სიყვარულის ორი ასპექტი იქცევს – როგორც წმინდა ფსიქოლოგიური ფენომენი (აქ არსებობს დაყოფა - მშობლის სიყვარული, და-ძმის სიყვარული, შვილების სიყვარული და ა.შ., თუმცა უფრო ხშირად იგულისხმება სიყვარული ქალსა და კაცს შორის) და როგორც ფიზიკური ლტოლვის გამოხატულება, სექსუალური ურთიერთობის ეკვივალენტი (ფიზიკური ან სექსუალური სიყვარული). ტერმინი „სიყვარული“ გამოიყენება მაშინაც, როდესაც საუბარია განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ბუნებასთან, ცხოველებთან, მუსიკასთან, მხატვრობასთან და ა.შ. სიყვარულის ამომწურავად განმარტების მრავალსაუკუნოვანი მცდელობები დღემდე არ დასრულებულა, მით უმეტეს, რომ სიყვარულის ზოგადი გაგება ყველა კულტურაში თავისებურია.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9