1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრანსსექსუალი

მოძველებული ტერმინი, რომელიც სამედიცინო და ფსიქოლოგიურ წრეებში აღმოცენდა. მაშინ, როცა ზოგიერთი ტრანსსექსუალი ადამიანი სწორედ ამ სიტყვას იყენებს საკუთარი თავის აღსაწერად, ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს ურჩევნია „ტრანს-გენდერი“ უწოდონ და არა „ტრანსსექსუალი“. სიტყვა „ტრანსგენდერისგან“ განსხვავებით, „ტრანსსექსუალი“ არ არის ქოლგა (მრავლისმომცველი, სხვა ტერმინთა გადამფარავი) ტერმინი, რადგან ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ტრანსსექსუალთან არ აკეთებს. რომელიმე ტერმინის გამოყენებამდე, უმჯობესია ვკითხოთ იმ ადამიანს, რომელსაც მივმართავთ, როგორი ფორმით მოხსენიება იქნებოდა მისთვის უპრიანი.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9