1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალისებურობა

კაცის ორგანიზმში ქალური თვისებების არსებობა. ეს ეხება როგორც გარეგნულ ნიშნებს (კაცის გარეგნობა), ასევე მისი სექსუალური ქცევის თავისებურებებს. გარეგნული ნიშნები ვლინდება აღნაგობაში (თეძოზე ვიწრო მხრები), თეძოებში, კარგად გამოხატულ მკერდის ჯირკვლებში, თმიანობა ბოქვენზე არის ჰორიზონტალური, სახეზე თმიანობა მეჩხერია ან საერთოდ არ არის. ქალისებური გარეგნული ნიშნების მიზეზს ყველაზე ხშირად წარმოადგენს ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარღვევა – ჰიპერესტროგენია და ჰიპოანდროგენია. ქალისებურობის კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს ჰიპოგონადიზმი, ღვიძლის დაავადება, დისკორელაცია ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებაში. რაც შეეხება სექსუალური ქცევის თავისებურებებს, ისინი ყოველთვის არ არიან კავშირში ჰორმონალურ დარღვევებთან და უფრო ხშირად ასახავენ სქესობრივი აღზრდის თავისებურებებს.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9