1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ორგ ორდ ორთ ორი ორმ ორპ ორს ორტ ორჰ

ორმოცდაათიანელი

ბერძნულად, პენტეკოსტელი არის იმ ქრისტიანთა საერთო სახელწოდება, რომელთა თავისებურებას ქარიზმატული განწყობილება ანუ რელიგიური ანთებულობა (სიშმაგე, ტრანსი) და ,,უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი’’ (გლოსალალია) წარმოადგენს. ისინი დღეს თავიანთ თავს ევანგელისტებად, ანდა სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანებად მოიხსენიებენ. ამ მიმდინარეობის წარმოშობის ოფიციალურ თარიღად 1906 წელი ითვლება, როდესაც ქ. ლოსანჟელესში პირველად შედგა ,,სულით ნათლობა’’ ,,უცხო ენებზე ლაპარაკითურთ’’. თუმცა ,,უცხო ენებზე ლაპარაკის’’ რიტუალი ამერიკელ ულტრაპროტესტანტებს ადრეც ჩაუტარებიათ. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი ორმოცდაათიანელთა ისტორიას 1892 წლიდან იწყებს, ზოგიერთი - 1901 წლიდან.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9