1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოჯა

ოჯახი

  1. საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს. სამოქალაქო სამართლის 1152-ე მუხლით აღიარებულია მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა და განმარტებულია, რომ საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობები. სხვა უფლებებთან ერთად, მათ აქვთ საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის, საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის (თუ ამით არ ილახება ოჯახის საერთო ინტერესი) თავისუფლად არჩევის, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება. რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება სოციალური ან ქონებრივი მდგომარეობით ან სქესის ნიშნით წარმოადგენს დისკრიმინაციას, რაც დაუშვებელია და იკრძალება კანონით.
    Source: გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
  2. ქორწინებისა და სისხლის ნათესაობის ნიადაგზე შექმნილი სოციალური სისტემა – მცირე ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, მორალური ურთიერთპასუხისმგებლობით და ურთიერთდახმარებით.მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს და განსაკუთრებით დასავლეთის საზოგადოების რეალობას, მაშინ შეიძლება უფრო საგულისხმოდ გვეჩვენოს შემდეგი განმარტება: „ოჯახი არის დაქორწინებული მეუღლეები შვილებით ან მათ გარეშე, ან მარტოხელა მშობელი შვილით“. ამგვარად, ოჯახი არის საზოგადოების უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი) დაფუძნებული ცოლ-ქმრულ კავშირსა და ნათესაურ ურთიერთობებზე, ანუ იგი მოიცავს ცოლქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, დებსა და ძმებს შორის და სხვა ნათესავებს შორის ურთიერთობებს, ურთიერთობებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და უძღვებიან საერთო მეურნეობას. ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში.ოჯახი სოციალურ – ბიოლოგიური წარმონაქმნია. მას განაპირობებენ, როგორც სოციალური, ასევე ბიოლოგიური მოთხოვნილებები (სქესობრივი ინსტიქტები).
    Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9