1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოჯა

ოჯახური ძალადობა

  1. ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალდობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის საოჯახო ძალადობა. საოჯახო ძალადობა მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა პირად პრობლემად, რომელშიც სახელმწიფო და საკანონმდებლო სისტემა არ უნდა ჩარეულიყო. და მაინც საოჯახო ძალადობა არ აზიანებს მხოლოდ ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, არამედ ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა და შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ცემის, თავდასხმის და მკვლელობის ობიექტი მათი პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მხრიდან, ვიდრე სხვა რომელიმე ადამიანის მხრიდან. „სტატისტიკა ძალიან დაუნდობელია, იმისდამიუხედავად მსოფლიოს რომელ ნაწილზე ვლაპარაკობთ... არცერთი ქვეყანა ან რეგიონი არ არის გამონაკლისი საოჯახო ძალადობის შემთხვევებისაგან.” - აცხადებს იუნისეფის მოხსენება ქალებისა და გოგონების მიმართ საოჯახო ძალადობის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 2000 წელს, და წარმოადგენს ამ ფენომენის გლობალური განზომილებების განსაზღვრის პირველ მცდელობას.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  2. შეიძლება მრავალი ფორმა ჰქონდეს. ბიჭები შესაძლოა სექსუალური და ფიზიკური აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. ოჯახის უმწეო და ხანშიშესული წევრები ოჯახური ძალადობისაგან თანაბრად დაუცველნი არიან. ხდება ისეც, რომ მამაკაცები საკუთარ ცოლთა ძალადობრივ ზემოქმედებას განიცდიან. მაგრამ ოჯახთან ან ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ძალადობისაგან დაზარალებულთა დიდი უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. ოჯახური ძალადობის ასეთი გენდერული ხასიათი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოში ქალები ძალადობისაგან მხოლოდ იმიტომ იტანჯებიან, რომ ქალები არიან.
    Source: ვარგასი გლედის აკოსტა. ოჯახური ძალადობა და სახელმწიფო : ახლანდელი სტატუსი და საჭირო ცვლილებანი / [ავტ.: გლედის აკოსტა ვარგასი, მიშელ ბისლი, შეილა ჯაიმა და სხვ. ; რედ.: რებეკა პ. სიუელი, არატი ვასანი, მარგარეტ ა. შულერი ; ინგლ. თარგმნა ხ. ახობაძემ] - [ად.ა.], 2004 რი - [თბ.], 2005,

  3. ძალადობა, რომელიც ოჯახურ გარემოში შეიძლება მოხდეს. ვგულისხმობთ მეუღლეზე ძალადობის, ბავშვებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, მოხუცებულებზე ძალადობას, და ისეთ ძალადობასაც (დასავლური ქვეყნების პრაქტიკაში, რომელიც ერთი სქესის ადამიანებს შორის ხდება. ოჯახური ძალადობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებში, წინ მეუღლეზე ძალადობის თემა წამოიწევს ხოლმე, კერძოდ, მამაკაცის ძალადობა მეუღლეზე ან მასთან ხანგრძლივ თანაცხოვრებაში მყოფ ქალზე. მშობლების ძალადობა ბავშვებზე ანალოგიურ ტრამვებს იწვევს. ტერმინში „ოჯახური“ ძალადობის კონტექტშიც იგულისხმება და ურთიერთობების შინაარსიც. ოჯახური ძალადობა მარტო ოჯახში როდი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ქალი კარგად იცნობს მამაკაცს, კავშირი აქვს ან ადრე ჰქონია მასთან. ამ დროს საქმე შეიძლებოდა გვქონდეს, როგორც ფიზიკურ, ისე არაფიზიკურ ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობის (ცოლის ცემა, გაუპატიურება, წამება ...) გარდა ძალადობისა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და ემოციურიც (ცოლის გინება, შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართვა, მისთვის საკვების მიცემაზე და მატერიალურ უზრუნველყოფაზე უარის თქმა.) ოჯახური ძალადობის ასპარეზზე ყურადღების ცენტრში მეუღლეზე ძალადობა ექცევა ხოლმე, ვინაიდან ძალადობის ეს ფორმა ვიზუალურად თვალსაჩინო და იოლად დასაამტკიცებელია. ფიზიკური ძალადობის შედეგად სხეულზე გამოხატულ ვიზუალურ ტრამვაზე არანაკლებ ტრავმული მეუღლისათვის/ბავშვისთვის, შეიძლება მათზე არასისტემატური ძალადობა შეიძლება მოხდეს ფიზიკური ძალის გამოყენებით და გამოუყენებლადაც. „უხილავი“ ოჯახური გარემოებანი ძალადობას ნიღბავს და მის დასაბუთებას აძნელებს, თუმცა ხშირად, ეს გარემოებანი ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის უმძიმეს ფორმებს წარმოადგენენ. მუდმივი შიშის ან მეუღლის მხრიდან მოსალიოდნელი ქმედებებისადმი ძრწოლვის პირობებში არსებობა ოჯახს სხვა სოციალური ურთიერთობების მოგვარებაში უშლის ხელს.
    Source: სოციალური პოლიტიკა საქართველოში №2 [ჰორიზონტი], თბ. 2003
  4. ოჯახში ძალადობა ყოველთვის ინტიმური ურთიერთობის კონტექსტში ხდება. სიტუაციაზე კონტროლის მიზნით ერთ-ერთი პარტნიორი ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება მეორე პარტნიორზე დამცირებისა და შეშინების გზით, რაც სიტყვიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატება. ძალადობის მსხვერპლი ძირითადად პარტნიორია ხოლმე, თუმცა ხშირად აგრესია მიმართულია ასევე შვილებზე. ხანდახან ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრი, მეგობარი და იშვიათად უცხო ადამიანიც კი, ვინაიდან მოძალადეს ამოძრავებს პარტნიორის (ძირითადად ცოლის) კონტროლისა და მისი გარშემომყოფთაგან იზოლაციის სურვილი. ამ პროგრამაში ძირითადი ყურადღება ეთმობა პარტნიორებს შორის არსებულ ძალადობას.ოჯახური ძალადობა არ შემოიფარგლება ფიზიკური ძალადობით, ხშირად ეს არის შემდეგი ელემენტების კომბინაცია: ● ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა ● ფსიქოლოგიური აგრესია; ● მატერიალური ზეწოლა. ქალის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა მოქმედებებით, მაგალითად: ● მუქარა; ● შეშინება; ● მანიპულირება; ● იზოლაცია; ● ფულის მიცემაზე უარის თქმა; ● თავისუფლების აღკვეთა; ● საკვების მიწოდებაზე უარის თქმა; ● ქალის დამორჩილების მიზნით ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა; ფიზიკურ ძალადობას, როგორც წესი, ახლავს უხეში ფსიქოლოგიური ზეწოლა ან სიტყვიერი აგრესია. ხშირად ოჯახური ძალადობა იწყება დამამცირებელი მითითებებითა და შენიშვნებით.ოჯახური ძალადობა ისეთი სახის თავდასხმა და ძალადობაა, რომელიც ადამიანის რამდენიმე ძირითადი უფლების დარღვევას უკავშირდება. ეს უფლებები მოიცავს ადამიანის უფლებას არ გახდეს ცემის, მუქარის, დაშინებისა და სხვა სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ობიექტი საზოგადოებრივ ადგილას ან სახლში. 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოცემულია ყოველი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. ოჯახური ძალადობის დროს კი დარღვეულია შემდეგი უფლებები: მუხლი 3: ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. მუხლი 5: არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი. მუხლი 12. არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში. თვითნებური ხელყოფა და მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.
    Source: ოჯახური ძალადობა: სტუდენტის სახელმძღვანელო – [გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ] –თბ.,2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9