1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ალ- ალბ ალე ალი ალკ ალო ალტ ალუ ალჯ

ალ-ქაიდა

ტერორისტული ორგანიზაცია. ორგანიზაციის ძირითად მიზანს შეადგენს პან-ისლამური ხალიფატის დაარსება ისლამურ სამყაროში და შემდეგ მისი ექსპანსია მსოფლიო მასშტაბებით და ისლამურ სამყაროში ე.წ. ,,სვეტური” რეჟიმების დამხობა. ორგანიზაციის მთავარ მტრებად მიჩნეული არიან აშშ და ისრაელი. უსამა ბენ ლადენმა ორგანიზაციის იდეოლოგიურ კრედოდ აირჩია ვაჰაბიზმის რელიგია. ,,ალ-ქაიდას” გააქტიურების თარიღად შეიძლება ჩაითავალოს 1990-91 წ.წ. აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციური ძალების მიერ ერაყის წინააღმდეგ ჩატარებული ,,უდაბნოს ქარიშხალის” ოპერაცია. ორგანიზაციის მთავარი მიზანი - აშშ, როგორც ,,ისლამის წმინდა ადგილების წამბილწველი ქვეყანა.” აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს თუ რატომ აიღო ორგანიზაციამ და მისმა ხელმძღვანელმა ანტიამერიკული კურსი. ამავე დროს ალ-ქაიდას მეორე დაუძინებელ მტერს წარმოადგენს ისრაელი, რომელმაც ორგანიზაციის განცხადებით ,,მიითვისა მესამე ისლამური წმინდა ქალაქი იერუსალიმი”. ფაქტობრივად, ალ-ქაიდას იდეოლოგიურ-პოლიტიკურ საფუძველს შეადგენს ვაჰაბიტური მიმართულების შედარებით აგრესიული ე.წ. ,,დეობანდური” სკოლის დოქტრინა. ქ. ყანდაგარში, სადაც ალ-ქაიდას მიეცა საშუალება დაეარსებინა სამხედრო-საწვრთნელი ბანაკები ავღანეთის ტერიტორიაზე (კერძოდ, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნა 22 მსხვილი საწვრთნელი ბანაკი, სადაც 1996-2000 წლებში მომზადდა 8 ათასამდე მებრძოლი). ალ-ქაიდამ, ავღანეთში თალიბების მმართველობის დროს, გააფრთოვა თავისი ქსელი და განავითარა რეზიდენტურები ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: ცენტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი, მაღრიბი, აღმოსავლეთ აფრიკის სივრცე, ხოლო მისი ფინანსური საქმიანობა გაფართოვდა ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა. სხვათა შორის ალ-ქაიდა ასევე ფინანსირდებოდა თალიბანის მოძრაობის მიერაც, რომელიც იყენებდა ორგანიზაციას საკუთარი ინტერესების და მიზნებისათვის, მაგალითად, გასახსენებლია თუნდაც 2001 წლის სექტემბრის დასაწყისში თალიბანის ოპოზიციურად განწყობილი ავღანეთის ,,ჩრდილოეთ ალიანსის” შეიარაღებული ძალების სარდლის აჰმად შახ მასუდის მკვლელობაც. თვით თალიბანის ფინანსურმა აქტივებმა ნარკოტიკების წარმოებისა და რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 90 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. ,,ალ-ქაიდას” ტერორისტული აქციების ქრონიკა. 1992 წ., იემენი - ლადენის მებრძოლები ახორციელებნ თავდასხმას ამერიკელ ტურისტებზე; 1992 წ., სომალი - თავდასხმის განხორციელება სომალიში მყოფ ამერიკელ მშვიდობისდამცველებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ოპერაციას ,,იმედის დაბრუნება”; 1995 წ., ეთიოპია - ,,ალ-ქაიდას” მებრძოლები ეხმარებიან ეგვიპტელ ტეროროსტებს განახორციელონ თავდასხმის მცდელობა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქზე; 1995 წ., პაკისტანი - ეგვიპტური ორგანიზაცია ,,ალ-ჯიჰადი”, ,,ალ-ქაიდასათნ” მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს აფეთქებებს ეგვიპტის საელჩოსთან პაკისტანში. იღუპება 20 ადამიანი; 1995 წ., საუდის არაბეთი - ,,ალ-ქაიდას” მებრძოლები ახორციელებენ დივერსიას ერ-რიადში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ცენტრის წინააღმდეგ; 1996 წ., საუდის არაბეთი, დაჰრანი - უკვე ,,ფრონტის” ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფება ახორციელებშ აფეთქებას აშშ-Iს სამხედრო ობიექტის სიახლოვეს; 1998 წლის თებერვალი - უსამა ბენ ლადენი აქვეყნებს ფეტვას (მიმართვას) თავის მომხრეებისადმი - მსოფლიოს ყველა მხარეში თავს დაესხან ამერიკელ სამხედროებსა და მოქალაქეებს; 1998 წ. - კენიასა და ტანზანიაში აშშ-ს სალჩოების წინააღმდეგ ჩატარებული ტერაქტების შედეგად იღუპება ასეულობით ადამიანი; 2001 წლის 11 სექტემბერი - ტეროროსტული აქტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, რომლის შედეგადაც იღუპება 5 ათასზე მეტი ადამიანი.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9